სიახლები

15-11-2019 კლუბის სამუშაო შეხვედრა

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მიზანია, ეროვნული კონკურსის საშუალებით, გამოავლინოს სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი სამი გამარჯვებული გუნდი, რომლებიც წარმოადგენენ ინოვაციურ პროექტებს ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დარგებში. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში (STEM), რაც გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას აღნიშნულ დისციპლინებში მიიღონ განათლება. პროექტის მიზანია გამარჯვებულების დაკავშირება წარმატებულ მეცნიერებთან და კერძო სექტორთან, რაც დაეხმარება მოსწავლეებს სამომავლო პარტნიორობის დამყარებაში, გამოცდილებისა და ცოდნის მიღებაში. მოსწავლეებმა შეაჩერეს არჩევანი პროექტზე „ელექტრო ძიძა“კატეგორიიდან - რობოტექნიკა. ჩამოაყალიბეს პროექტის მიზანი,პრობლემის გადაჭრის გზები, დაასაბუთეს პროექტის ინოვაციურობა და ის თუ რა სიახლეებს გულისმობს პროექტი. შეავსეს განაცხადის ფორმა და დარეგისტრირდნენ მოცემულ ვადებში.

ნანახია 1887-ჯერ